ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: გმობის გულისთქმები
- ადამიანი ყოველთვის ხვდება, რომ მისი ზარი გმობაა?
- იგი ხვდება ამას, თუკი ღვთის მიერ მიცემული თავით მუშაობს. მაგალითად, ზოგიერთები ასეთ კითხვას მისვამენ: "წმიდაო მამაო, როგორ შეიძლება ჯოჯოხეთის სატანჯველი არსებობდეს, ჩვენ მაშინაც კი ვწუხვართ, როდესაც ადამიანს ციხეში ვხედავთ, რაღა ითქმის მათზე, ვინც ჯოჯოხეთში იტანჯება?" მაგრამ ასეთი მსჯელობა ღვთის გმობაა. ეს ადამიანები საკუთარ თავს ღმერთზე მართლად წარმოაჩენენ. ღმერთმა იცის, რასაც აკეთებს. გახსოვთ ის შემთხვევა, წმ. გრიგოლ დიოლოღოსი რომ მოგვითხრობს? ერთხელ ეპისკოპოსმა ფორტუნატემ ეშმაკეული ქალისაგან არაწმიდა სული განდევნა, განდევნილმა ეშმაკმა გლახაკის სახე მიიღო, ქალაქში დაბრუნდა და ეპისკოპოსს მხილება დაუწყო: "ამ შეუბრალებელმა განმაგდო მე!" - ყვიროდა იგი. ერთმა ადამიანმა, რომელსაც ეს ყვირილი მოესმა, შეიბრალა "საბრალო:" - "რა უსამართლობა იყო შენი გაგდება! როგორ იკადრა ამის ჩადენა! აბა, წამოდი და ჩემს სახლში მიგიღებ". - ეშმაკი შევიდა მის სახლში და მალე მოითხოვა: - "კერას შეშა დაუმატე, თორემ გავიყინები". მასპინძელმა ცეცხლზე მსხვილი მორები დაამატა, როდესაც კარგად გახურდა, ეშმაკი სახლის პატრონის შვილში შევიდა. შეტევის დროს ეშმაკეული ცეცხლში ჩავარდა და დაიწვა. მაშინ მასპინძელი მიხვდა, ვინ განდევნა ეპისკოპოსმა და ვინ ისტუმრა თვითონ საკუთარ სახლში. ეპისკოპოსმა ფორტუნატემ იცოდა, რას აკეთებდა, როდესაც ეშმაკეულისაგან არაწმიდა სულს აძევებდა