ავტორი:
ილია II
დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ!
დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ!
მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებსა და ბანკირებს: მიზნად ნუ დაისახავთ ქონების დაგროვებას, აირჩიეთ ის სპეციალობა, რომელიც თქვენს შინაგან სამყაროს შეესაბამება და გიყვართ; თუ თქვენ სრულად გამოავლენთ თქვენს ინტელექტს, თქვენს გონებრივ თუ ფიზიკურ შესაძლებლობებს, სიკეთის მომტანი იქნებით ქვეყნისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც. დაიწყეთ მცირედით, რათა დიდს შეეჭიდოთ; თუ შეცდომას დაუშვებთ, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, არამედ, უნდა გეყოთ ძალა და ნებისყოფა ყველაფრის თავიდან დაწყებისთვის.