ეროვნული მოძრაობის დანიშნულება
ეროვნული მოძრაობის დანიშნულება
ზოგიერთის ფიქრით, ეროვნული მოძრაობა დროებითი მოვლენაა, რომლის მიზანი ერის განთავისუფლებისთვის ბრძოლაა. ასეთი შეხედულება მცდარია. ვიდრე ვარსებობთ როგორც ერი, უნდა იყოს ეროვნული მოძრაობაც, რომელმაც უნდა მოიცვას ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი სფერო და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხალხში ზნეობის ამაღლებისთვის, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სარწმუნოების განმტკიცებისთვის, ქართული ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენი შინაგანი დადებითი ძალების გაღვიძებისა და ახალი იდეების განხორციელებისთვის, პიროვნების ტალანტის მაქსიმალური გამოვლენისთვის.
ვფიქრობ, ხელისუფლების, ეკლესიის, ინტელიგენციის, ახალგაზრდობისა და, საერთოდ, ერის საუკეთესო ნაწილის წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ და ჩამოაყალიბონ ეროვნული მოძრაობის პროგრამა; უნდა განისაზღვროს, რას უნდა მოიცავდეს იგი და სად როგორ განხორციელდეს. ამავე დროს, უნდა განისაზღვროს სავარაუდო უარყოფითი შედეგებიც.