ავტორი:
ილია II
დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან ბოძებული!
დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან ბოძებული!
ცალკეული ადამიანი, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა დროის ორი განზომილებით ცხოვრობს: წარსულითა და მომავლით. ახლანდელი დრო თითქმის არ არსებობს. იგი, რაც აწმყოდ იწოდება, ერთ წამში წარსულად იქცევა. დრო ულმობლად ისწრაფვის წინ და მის მსვლელობას ვერვინ შეაჩერებს. დრო უძვირფასესი საჩუქარია ღვთისგან ბოძებული, ჩვენ კი მას ვერ ვიყენებთ.