ავტორი:
ილია II
იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა!
იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა!
ბეთლემში, მწყემსის გამოქვაბულში ნაშობმა სიტყვამ, ე.ი. ჭეშმარიტმა ღმერთმა ჩვენმა მოუტანა კაცობრიობას ის სასოება და სიხარული გულისა, და ნათელი გონებისა, რომელიც ყოვლად მოწყალე მაღალი ღვთისაგან მზადდებოდა ადამიანისათვის მთელი წინამდებარე ათასწლეულების მანძილზე. ის უნდა მოსულიყო... ის მოდიოდა... ღვთის განგება ამზადებდა მის ჩვენთან მოსვლას.., და იშვა იგი ქალწულისაგან, როგორც იყო განგება ღვთისა...