ავტორი:
ილია II
თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს,
თანამედროვე ადამიანის აზროვნება ზედაპირულია, მოკლებულია ღრმა განსჯას, რასაც მეცნიერები რადიოს, ტელევიზიის, პრესის, კინოს, თეატრის და ინფორმაციის სხვა საშუალებების სიმრავლით ხსნიან. კაცი ვერ ასწრებს ყველაფრის აღქმას, ამიტომაც მისი გონება სწრაფად გადადის ერთი საგნიდან მეორეზე.
მიგვაჩნია, რომ ამ ხარვეზის გამოსწორება შეგვიძლია, თუ შეიქმნება I კლასიდან დამამთავრებელ კლასამდე სასკოლო კურსი ღრმა აზროვნების სწავლებისათვის, სადაც გამოყენებული იქნება ღვთისმეტყველების, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის... მონაპოვარი, ჩვენი ერის სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალი (თეორიული მასალა აუცილებლად მაგალითებით უნდა იყოს განმტკიცებული).