ილია II
ავტორი: ილია II

იგავი სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფზე

იგავი სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფზე

ერთი იგავი მინდა შეგახსენოთ: სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფს სამი მეგობარი არ შორდებოდა; ცდილობდნენ შეემსუბუქებინათ მისი მდგომარეობა და ნუგეში ეცათ. ერთმა უთხრა: ნუ გეშინია, ღვთის წინაშე რომ წარდგები, მე შენ სანთელს აგინთებო; მეორე შეჰპირდა, რომ საფლავამდე მიაცილებდა და იგლოვებდა; მესამემ კი ჩასჩურჩულა, რომ არასოდეს განეშორებოდა, საფლავშიც ჩაჰყვებოდა, ღმერთამდე მიაცილებდა და მასთან იქნებოდა განუშორებლად.

და მოკვდა კაცი, მართლაც მის მიერ დანატოვარი ფულით სანთლები აუნთეს, მეუღლემ სამარის კარამდე გააცილა. მხოლოდ მის მიერ დათესილი კეთილი საქმეები ექცნენ განუყრელ ერთგულ მეგობრად და მეოხად ღვთისა და კაცთა წინაშე.

თემატური კითხვები

იგავი სიკვდილის პირას მყოფ ავადმყოფზე

2