ავტორი:
ილია II
თემა:
უფალი იესო ქრისტე
იესო ქრისტე ნათელია დაუსრულებელი
იესო ქრისტე ნათელია დაუსრულებელი
„ქრისტე, ნათელო ჭეშმარიტო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად“. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ღმერთი ნათელ არს (1 ინ. 1, 5).
იესო ქრისტე არა მსგავს არს ნათლისა, რომელი ჟამად არს და ჟამად განქარდების; იგი ნათელია დაუსრულებელი, ყოვლისმპყრობელი, ყოვლისმძლეველი, ნათელი, რომელი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია (ინ. 1, 5).