ავტორი:
ილია II
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ
ქვეყნისთვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებას და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებით და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით (მთ. 26, 52).