ავტორი:
ილია II
თემა:
წუთისოფლის სიყვარული
ნუ გიყუარნ სოფელი ესე - ილია II
ნუ გიყუარნ სოფელი ესე - ილია II
როცა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რაი არს სოფლისაი ამის. უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა (1 იოანე 2,15), იგი გულისხმობს იმ სიახლოვეს, რომელსაც მუდამ იჩენს ადამიანი ქვეყნისა და ცხოვრების მიმართ. მატერიალურთან მეტისმეტი სიახლოვე ადამიანს უხეშ მატერიალისტად ხდის, მხოლოდ იგოიზმსა და პირად კეთილდღეობას ცნობს.