ავტორი:
ილია II
რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან.
რამდენნი არიან, ბედნიერების მოპოვების სურვილით მაღალ თანამდებობას, პატივს, დიდებას რომ ესწრაფვიან. ამისთვის ხარჯავენ ფულს, იმცირებენ თავს, ითხოვენ, ცრუობენ, მთელს ენერგიას ახმარენ მიზნის განხორციელებას, ხოლო როცა საწადელს აისრულებენ, იგრძნობენ, რომ ამაოდ დაშვრნენ. მიზანს მიაღწიეს, ბედნიერება კი არსად ჩანს, თანამდებობის მოპოვებასთან ერთად დიდი მწუხარება და განსაცდელი ხდება პიროვნების თანმდევი.