ავტორი:
ილია II
თემა:
სიმდიდრე
სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება
სიმდიდრე კი, პირიქით, ატყვევებს ადამიანის გულს იმდენად, რომ მას უკვე ავიწყდება ყოველივე და იკეტება საკუთარ ეგოიზმში, იგი უკვე აღარ ისწრაფვის სულიერობისაკენ, არამედ იფარგლება და ისაზღვრება მხოლოდ უხეში მატერიით. ასეთებზე მაცხოვარი ბრძანებს: „შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრეზე დაყრდნობილთათვის ღვთის სასუფეველში შესვლა! უადვილესია ნემსის ყუნწში აქლემის გასვლა, ვიდრე მდიდრის შესვლა ღვთის სასუფეველში“ (მარკოზი X, 24-25). დროა ადამიანმა სულიერი თვალი აახილოს და განსაზღვროს, რომელია მთავარი და რომელი მეორეხარისხოვანი, დროა ადამიანმა გადასინჯოს სულიერი და მატერიალური ფასეულობანი.