ილია II
ავტორი: ილია II

ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების პრინციპი აირჩია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებიც

ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების პრინციპი აირჩია და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯებიც გადადგა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას არა აქვს გაცნობიერებული, რომ ცხოვრების ეს წესი უცხო ქვეყნების ყოფის ბრმა მიბაძვას არ ნიშნავს, რომ სინამდვილეში ყველა ქვეყანას საკუთარი დემოკრატიული წყობა უნდა ჰქონდეს, დაფუძნებული ეროვნულ ტრადიციებზე, კულტურაზე, აზროვნებაზე... ბუნება თვითონ იძლევა მაგალითს მრავალფეროვნებისა. არ არსებობს ორი ერთნაირი ფოთოლიც კი, რომ არაფერი ვთქვათ ადამიანსა და მის ფსიქიკაზე; ხოლო სახელმწიფოში, სადაც მექანიკურად იმეორებენ სხვათა ნააზრევს, სხვათა ფორმულებს, ვიღებთ უსულო, დაშტამპულ, სიცოცხლის უნარდაკარგულ საზოგადოებას, რომელიც აუცილებლად დეგრადაციისთვისაა განწირული. ეს აქსიომაა.

ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის გზით განვითარების

2