ავტორი:
ილია II
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო
ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებებისათვის უნდა განაწყოს.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დღემდე არ დათმობია, მაშინ, როცა ამის გარეშე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია.