
წყარო:
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) [გვ. 173]
თემა:
ქება
69. როდესაც, ღვთის სათნოჩენით, შექებული იქნები მრავალთაგან, ნურაფერს თავის გამოსაჩენს ნუ შეურთავ
69. როდესაც, ღვთის სათნოჩენით, შექებული იქნები მრავალთაგან, ნურაფერს თავის გამოსაჩენს ნუ შეურთავ საუფლო განგებულებას, რომ კვლავ ცვლილება არ განიცადო და საპირისპიროში არ ჩავარდე (იგულისხმება, რომ უფლისგან დაშვებული ქება მოღვაწემ სიმდაბლით უნდა მიიღოს და არ უნდა ისურვოს, რომ ხალხისგან მეტი შექების მოპოვების მიზნით საუფლო განგებულებისგან დაშვებულზე მეტად გამოიჩინოს თავი, რადგან ამგვარი სურვილი უკვე პატივმოყვარეობითია და შედეგად იმას მოიტანს, რომ საკუთრივ თავის გამოჩენის სურვილით გადამეტებული ღვაწლისთვის შემართული ადამიანი, ვერ საზღვრავს რა საკუთარ ძალებს, რაც თავის მხრივ, ზედმიწევნით უწყის უფალმა, გარკვეულ ეტპზე უთუოდ მოუძლურდება და ნაცვლად ქებისა შერცხვენას დაიმსახურებს).
|