ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: სასუფეველი
149. მაგრამ ეს ვთქვით არა იმიტომ, რომ დავხშოთ მყოფადი და აქ გავაწესოთ საყოველთაო მისაგებელი, არამედ იმიტომ, რომ გვმართებს უპირველესად გულში მოქმედად გვქონდეს მადლი სულიწმინდისა და ასე, ამის შესაბამისადვე, შევიდეთ ცათა სასუფეველში. ეს ცხადყო უფალმაც, რაოდესაც თქვე: „ცათა სასუფეველი თქვენს შიგნითაა“ (ლკ. 17.21). იგივე თქვა მოციქულმაც: „არსებობს რწმენა – შემტკიცება იმისა, რასაც ვსასოებთ (ებრ. 11.1); კიდევ: „იმგვარად რბოდეთ, რომ მიაღწიოთ“ (I კორ. 9.24); და კიდევ: „გამოსცადეთ თქვენი თავი, ხართ თუ არა რწმენაში; ანდა არ იცით რომ იესუ ქრისტე მკვიდრობს თქვენში? და თუ არა, მაშ გამოუცდელნი ხართ“ (II კორ. 13.5).