ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ბოროტი ზრახვები
190. უნებური გულისზრახვები წინმსწრები ცოდვისგან აღმოცენდება, ხოლო ნებსითი – ჩვენი თვითუფლებრივი ნებისგან. აქედან, პირველთა მიზეზებად მეორენი წარმოჩნდებიან (იგულისხმება, რომ რადგან უნებურ გულისზრახვათა – ვნებად ან უკეთურ გულისზრახვათა სათავე წინმსრწრები ცოდვაა, რაც თავის მხრივ, ცხადია, ნებსითი ვნებადი გულისზრახვის ნაყოფია, შესაბამისად, ნებსითი გულისზრახვები, როგორც უშუალო წყარო ცოდვისა და იგივე ცოდვა, ამ ცოდვას მოდევნებული უნებური გულისზრახვების განმაპირობებელია).