თემა: სულიერი ბრძოლა

12. ადამიანთა მოდგმისთვის ყოველგვარი სათნოების ნიმუში და მაგალითი, და ძველი დაცემულობიდან აღმოწოდება, ჩვენმა მეუფემ და ხორცშესხმულმა ღმერთმა წინასწარ დაგვიდო ჩვენ, გამოგვისახა რა თავისი ყოვლადსათნო ხორციელი ცხოვრება. ამასთან, თავის ყველა სიკეთესთან ერთად, რაც ჩვენ გვიჩვენა, ცხადყო ესეც: იგი უდაბნოში ადის ნათლობის შემდეგ და მარხვით ხდება დამწყები გონითი ბრძოლისა, როდესაც მიადგება მას ეშმაკი, როგორც ლიტონ ადამიანს (მთ. 4.3). მძლეობის ამგვარი სახით უფალმა ჩვენ, უსარგებლოებს, ის გვასწავლა, თუ როგორ გვმართებს ბრძოლა უკეთურების სულთა წინააღმდეგ, კერძოდ: სიმდაბლით, მარხვით, ლოცვით და მღვიძარებით, თუმცა თავად იგი, როგორც ღმერთი და ღმერთთა ღმერთი, არ საჭიროებდა ამ ყოველივეს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები