ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: საკუთარ თავზე მინდობა
24. მაგრამ არ ძალუძს გონებას, დაამარცხოს ეშმაკეული წარმოსახვა მხოლოდ თავისი თავის მიერ. ნურც გაბედავს ამას ნურასოდეს, რადგან ყოვლადმზაკვარნი არიან ისინი და თავს აჩვენებენ რა თითქოსდა დამარცხებულად, სხვა მხრიდან აბრკოლებენ მას ცუდმედიდობის შედეგად, თუმცა იესო ქრისტეს მოხმობის შედეგად მცირე დროითაც ვერ დაითმენენ დაყოვნებასა და შენს მოცთუნებას (მზაკვრულად მოტყუებას).