თემა: სულიერი ბრძოლა

42. კარგია ამის ცოდნაც გამოუცდელთათვის, რომ ჩვენ, ნივთიერნი და, ამასთან, სხეულითაც და გონებითაც მიწისკენ ქვედაზიდულნი, ვერანაირი სხვა გზით ვერ შევძლებთ დავძლიოთ უსხეულო, უხილავი და ავისმოსურნე მტრები, გონიერნი ცუდი საქმისთვის, გამჭრიახნი, მსუბუქნი და წლების მანძილზე, ადამიდან ვიდრე დღემდე, ბრძოლა–ომებში გაწაფულნი, თუ არა გონების მარადისი მღვიძარებითა და ჩვენი ღვთისა და შემოქმედის იესო ქრისტეს უწყვეტი ხმობით. გამოუცდელთ, ერთი მხრივ, იესო ქრისტეს ლოცვა ჰქონდეთ მაწვეველად როგორც მშვენიერების შემოწმებისკენ, ასევე მისი ცოდნისკენ, გამოცდილთათვის კი საქმე, შემოწმება და მოსვენებულობა მშვენიერებისა იყოს რჩეული გზამკვლევი და მოძღვარი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები