თემა: ბოროტი ზრახვები

44. ამგვარია უკეთურის ხელოვნება და ამ ისრებით წამლავს იგი ყველა სულს. ამიტომაც, არ არის უსაფრთხო, რომ გონების მიერ დიდი საბრძოლო გამოცდილების მიღებამდე ნება მივცეთ გულისზრახვებს ჩვენს გულში შესვლისა, განსაკუთრებით დასაწყისში, გამომდინარე იქიდან, რომ ამ დროს ჩვენი სული ჯერაც ტკბება ეშმაკეული შემოტევებით, ჯერაც სიამტკბილობს და მიჰყვება მათ, თუმცა გვმართებს, რომ შეცნობისთანავე დაუყოვნებლივ აღვკვეთოთ მათი აღმოცენებანი და კვეთებანი, ხოლო როდესაც გონება ამ საკვირველ საქმეში (ე.ი. ეშმაკის შემოტევათა აღკვეთაში) ხანგრძლივად დაჰყოფს, როდესაც გაიწაფება იგი, შემცნობი გახდება, შეიძენს ბრძოლის, ეშმაკეულ შემოტევათა ჭეშმარიტად შეცნობისა და, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, „პატარა მელიების“ ადვილად შეპყრობის მოუკვეთელ ჩვევას, მაშინ შეიძლება, რომ მან ცოდნით (გაცნობიერებულად, შეგნებულად) დართოს ამ გულისზრახვებს შემოსვლის ნება, რათა ამხილოს ისინი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები