ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი ბრძოლა
47. გონება გონებას უხილავად შეებმის საბრძოლველად, კერძოდ, ეშმაკეული გონება – ჩვენსას. ამიტომაა საჭირო ყოველწამიერად სიღრმისეული ღაღადისი ქრისტესადმი, რომ მან, როგორც კაცთმოყვარემ, ერთი მხრივ, ეშმაკეული გონება განდევნოს ჩვენგან, მეორე მხრივ კი, გამარჯვების ჯილდო მოგვიბოძოს ჩვენ.