ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ბოროტი ზრახვები
46. პირველად არის კვეთება, შემდეგ კი თანაშეწყვილება, როდესაც ჩვენი და უკეთურ ეშმაკთა გულისზრახვები ერთიმეორეს შეეზავებიან; მესამეა შეთანხმება, როდესაც ორივე მხარის გულისზრახვები ურთიერთში ბოროტად ბჭობენ, თუ როგორ მოიქცნენ. მეოთხეა გრძნობადი საქმე ანუ ცოდვა. ამიტომ, თუ ყურადღებით და მღვიძარებით იქნება გონება და თუ იგი სიტყვისგებისა (ე.ი. პასუხის გაცემისა ეშმაკებისთვის) და უფალ იესოს მოხმობის გზით გამოვლენისთანავე უკუაქცევს შემოტევას, გულისზრახვათა შემდგომი საქმენი ფუჭი გახდება, რადგან უკეთური, არის რა იგი უსხეულო გონება, სხვაგვარად ვერანაირად ვერ შეძლებს სულთა შეცდენას, თუ არა წარმოსახვათა და გულისზრახვათა მიერ. ამ შემოტევის შესახებ დავითი ამბობს: „ცისკრად ვკლავდი ...“ (და მომდევნო), ხოლო დიდი მოსე ზემოხსენებული „შეთანხმების“ შესახებ ასე იტყვის: „ნუ შეუთანხმდები მათ“ (გამოსვლ. 23.32).