ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სინდისი
65. ამბობს პირი ქრისტესი, ეკლესიის ბურჯი, ჩვენი დიდი მამა - ბასილი: „დიდი სიკეთე იმაში, რომ არ შევცოდოთ და არც იმავე ცოდვებში ჩავვარდეთ ხვალინდელ დღეს, ესაა ის, რომ დღის დასრულებისას ჩვენს სინდისში გამოვიკითხოთ ჩვენი თავისგან ჩვენეულნი, თუ, ერთი მხრივ, რა შევცოდეთ და, მეორე მხრივ, რა ვიმოქმედეთ სამართლიანად“. ამასვე აკეთებდა იობიც თავისი თავისა და თავის ნაშიერთა მიმართ, რადგან დღიურად ანგარიშგებანი საათობრივს ჰფენს ნათელს.