თემა: სიმდაბლე

64. ბევრი რამ არის გონების მოქმედებათაგან იმგვარი, რასაც ძალუძს, მდაბალცნობიერების კეთილი ძღვენი შეგვძინოს ჩვენ, თუ უგულისყურონი არ ვიქნებით ჩვენი ცხონების მიმართ. ასეთია, კერძოდ, ცოდვათა ხსოვნა (რაც კი რამ სიტყვით, საქმით ან ფიქრით ჩაგვიდენია), და კიდევ აურაცხელი ამგვარი, მდაბალცნობიერებისკენ შემწევნელი, ჭვრეტით რომ შეიკრიბება, ხოლო ჭეშმარიტი სიმდაბლის შთამნერგველია ისიც, რომ მავანმა მოყვასთა წარმატებანი გონებაში თითოეულად აწონ–დაწონოს, სხვათა ბუნებითი ღირსებანი თვის თავში განადიდოს და თანაშეუწყოს მათეულს თავისეულნი. აი, ამგვარად, როდესაც ხედავს გონება საკუთარ უბადრუკებას და იმას, თუ რაოდენ დაკლებულია იგი ძმათა სრულქმნილებისგან, მიწად და ნაცრად რაცხს თავის თავს ადამიანი, და ამასთან, არათუ ადამიანად, არამედ – რამ ძაღლად, როგორც დედამიწის ყველა მოაზროვნე ადამიანზე ყოვლითურთ მდარე და დაკლებული.
image
 
აქტუალური თემები
თემატური კითხვები