თემა: ბიბლია

112. გარეგანი და გრძნობადი სხეულებრივი ღვწის ხატი ძველი აღთქმაა, ხოლო წმინდა სახარება, რაც არის ახალი აღთქმისა, გულისმიერი ყურადღების ანუ განწმენდილობის ხატია, და ისევე როგორც ძველი აღთქმა ვერ სრულყოფდა, ვერცთუ გულსავსეს ხდიდა შინაგან ადამიანს ღვთისმსახურებაში, რადგან, მოციქულის თქმით, „რჯულმა ვერარა სრულყო“ (ებრ. 7.19), შეაფერხა რა მარტოოდენ უხეში ცოდვები, ვინაიდან მოყვასის თვალისა და კბილთა ამოგდების აკრძალვაზე (იგულისხმება: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ“ გამოსვლ. 21.26–27) უმჯობესი, სულის სიწმინდისათვის, ესაა გულიდან ზრახვებისა და უკეთური ფიქრების მოკვეთა, რაც მცნებაა სახარებისა. იგივე ითქმის სხეულებრივი სამართლიანობისა და ასკეზისის შესახებ (ვგულისხმობ მარხვას, თავშეზღუდვას, მიწაზე წოლას, ზედგომას, მღვიძარებას და სხვა მაგვარს, რაც კი სხეულს უკავშირდება და რაც აცხრობს სხეულის ვნებად ნაწილს მოქმედებითი ცოდვისგან). კარგია ესენიც, ისევე როგორც ძველ აღთქმაზე ვთქვი ზემოთ, რადგან ამათ მიერ ხდება ჩვენი გარეგანი ადამიანის აღზრდა და მისი დაცვა მოქმედებითი ვნებებისგან, თუმცა კი არა აქვთ მათ დამცველობა აზრისმიერი ცოდვებისგან და ამ ცოდვათა ამკრძალველობა, – რომ განგვარიდონ ჩვენ, ღვთის შეწევნით, მკვლელობისგან, მრისხანებისგან და სხვა ამგვართაგან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები