ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გულის განწმენდა
150. ვინც გონითი ზღვის (ე.ი. სულიერი ზღვის) წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: „ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ“ (შდრ. ეს. 14.14), „ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ შენ“. მაშ, „თუ ღმერთია ჩვენს მხარეს, ვინ ბოროტია ჩვენს წიანააღმდეგ?“ (შდრ. რომ. 8.38). სწორედ მან, ღმერთმა, ნეტარყო ისინი, რომლებსაც წმინდა გული აქვთ (მთ. 5.8). მანვე რჯულდებულყო, რომ წმინდა გულებთან საღვთოდ მიახლება და იქ დამკვიდრება ნებავს ტკბილ იესოს, ერთადერთს წმინდას. ამიტომ, თანახმად პავლე მოციქულისა, ნუ განვუდგებით „გონების წვრთნას ღვთისმსახურებაში"(შდრ. I ტიმ. 4.7). დიახ, ჭეშმარიტად მართებულად ითქვა „ღვთისმსახურება“, რომელიც ძირითურთ აღმოფხვრის უკეთურის თესლებს (შესაძლოა აქ გვქონდეწ მინიშნება ღვარძლის დამთესველ "მტერზე", შდრ. მთ.13.24–30). სწორედ ესაა ღვთისმსახურება, სწორედ ესაა გზა სიტყვისა ანუ გზა აზროვნებისა, რაც იგივეა – გზა გულისზრახვისა.