თემა: გულის განწმენდა

151. „დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის შესახებ, რომ უკეთურ ძალებს კეთილგანწყობილად არ უნდა მოვექცეთ ანუ როგორც ისინი არიან ჩვენდამი მძულვარებით განმსჭვალულნი, ამგვარივე მძულვარება და არაკეთილგანწყობა უნდა გვქონდეს ჩვენც მათ მიმართ) განსჯის და ასამართლებს მათ თავისი გულის მიწაში, საკადრისს მიუზღავს რა ცოდვას, რადგან დიდმა და მცოდნე მამებმა თავიანთ ზოგ შრომაში ეშმაკებსაც „ადამიანები“ უწოდეს მოაზრონეობის გამო. ასევეა სახარებაშიც, სადაც უფალი ამბობს, რომ უკეთურმა ადამიანმა გაკეთა ეს და ღვარძლი შეურია ხორბალს (შდრ. მთ. 13.28). ამასთან, „უკეთურების მოქმედთა მიმართ მყისვე როდი ვლინდება მამხილებლობა, რაც, თავის მხრივ, ხდება სწორედ მიზეზი იმისა, რომ შთავინთქმებით გულისზრახვებისგან.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები