ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გულის განწმენდა
156. წარმოსახვებისგან სრულიად გაუცხოებული (დაცლილი, დაცარიელებული) გული შობს საღვთო და საიდუმლოებით აზრებს, თავის შიგნით მტოკავთ, ისევე როგორც ეს ხდება დაწყნარებულ ზღვაში, სადაც ტოკავენ თევზები და ყურყუმალაობენ დელფინები; და უნიავებს, ერთი მხრივ, ზღვას მსუბუქი ნიავი, მეორე მხრივ კი გულის უფსკრულს სულიწმინდა, ხოლო „რადგან, – ამბობს, – ხართ ძეები, მოავლინა ღმრთმა სული თავისი ძისა თქვენს გულებში, მღაღდებელი: ამბა მამაო (შდრ. გალ. 4.6).