თემა: სულიერი მღვიძარება

157. ყოველი მონაზონი ორჭოფობასა და მერყეობაში იქნება სულიერი საქმის ღვწასთან დაკავშირებით გონებითი მღვიძარების უწინარეს, და ეს იმიტომ, რომ ან არ იცის მან მღვიძარების მშვენიერება ანდა იცის, მაგრამ უგულისყურობის გამო არ ძალუძს ეს, თუმცა როდესაც იგი გონების დაცვას შეუდგება, რაც არის და იწოდება კიდეც როგორც გონებითი ფილოსოფია ანუ გონების საქმითი ფილოსოფია, ხსენებული ორჭოფობა უეჭველად გაუქრება მას, როგორც მპოვნელს იმ გზისას, რომელიც ამბობს: „მე ვარ გზა და აღდგომა და სიცოცხლე“ (ინ. 15.25. 14.6). 158. კვლავაც იორჭოფებს იგი, იხილავს რა გულისზრახვათა უფსკრულს და ბაბილონელ ყრმათა (შდრ. ფს. 136) სიმრავლეს, მაგრამ ამ გასაჭირსაც მოსპობს ქრისტე, თუკი გონების საფუძველშივე მუდამჟამს მისდამი შევმყარდებით, ხოლო, ამასთან, ყველა ბაბილონელ ყრმას ამ კლდეზე (ქრისტეზე) ქვედავცემთ და დავანარცხებთ, „აღვავსებთ რა, – თანახმად ნათქვამისა, – ჩვენს გულისთქმას მათგან“, რადგან „ვინც, – ამბობს, – დაიცავს მცნებებს, უცოდნელი იქნება უკეთურებისა“ (ეკლესიასეტე 8.5), ვინაიდან „არ ძალგიძთ, – უთქვამს, – ჩემს გარეშე რაიმეს ქმნა“.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები