ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონების დაცვა
169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების (გონების დამცველობის) საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც განდევნის მეზღვაურებს, თან ნიჩბებსა და ანძებს ზღვაში გადაყრის, თავად კი ძილს მიეცემა, თუმცა უფრო ადვილად დაინთქმება ეშმაკთა მიერ ის სული, რომელიც მათი შემოტევების დაწყებისას უგულებელყოფს მღვიძარებასა და იესო ქრისტეს სახელის ხმობას.