ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგროვებენ მას, ცეცხლზე დადებენ და დაიწვება (შდრ. ინ. 15.6), „მაგრამ ვინც დარჩება ჩემში, მეც – მასში“ (ინ. 15), ვინაიდან ისევე როგორც არ ძალუძს მზეს ანათებდეს სინათლის გარეშე, ამგვარადვე შეუძლებელია გულის გაწმენდა წარმწყემედელ გულისზრახვათა ჭუჭყისგან იესოს სახელზე ლოცვის გარეშე. ამიტომ, თუკი ეს, როგორც ვხედავ, ჭეშმარიტია, საკუთარი სუთქვისებრ ხშირად ვმოქმედებდეთ მას, რადგან ეს სინათლეა, ის გულისზრახვები კი – სიბნელე, ეს ღმერთია და მეუფე, ისინი კი – ეშმაკთა მონები.