image

თემა: სინანული

რაი ვქნა, – მეტყვის ვინმე, – დიახ მსურს, რომ მეც ვიყო მოქალაქე ღვთის სასუფევლისა; ვინ არ ისურვებს ამას? გარნა ცოდვა და უძლურება ჩემი არ მიშვებენ მე: სოფელი და თვით ხორცნი ჩემნი მაყენებენ მე. ესე ყოველი უწყოდა მაცხოვარმან და ამისათვის სთქვა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. ერთი მხოლოდ არს პირობა, რომლითა კაცს შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა – მონანიება. კაცსა, რომელსა კვალადვე უყვარს ცოდვა, რომლისა გული აღვსებულ არს ბოროტითა მიდრეკილებითა, მხოლოდ მონანიებითა შეუძლიან შევიდეს სასუფეველსა შინა ღვთისასა. გარნა რაი არს მონანიება და როგორ უნდა მოინანიოს კაცმან. ამას გვასწავლის ჩვენ სახარებიდან მაგალითი ცოდვილის დედაკაცის მონანიებისა: ოდეს მაცხოვარი იყო სახლსა შინა სვიმონ ფარისევლისასა, დედაკაცი იგი, არა მიმხედველი მისა,რომ ცოდვა და სირვხვილი მისი ცხად იქმნებოდა ესოდენსა კრებასა შინა, დავარდა ფერხთა ქვეშე მაცოხვრისათა, ცრემლითა თვისითა დაბანა იგინი და თმითა თავისა თვისისათა წარხოცა. იგი არა იტყოდა არცა ერთსა სიტყვასა; მხოლოდ ოხვრა მისი და ცრემლნი ცხად ჰყოფდენ, თუ ვითარ დამძიმებულ იყო სინიდისი მისი, ვითარ რცხვენოდა მას ცოდვისა თვისისა, ვითარ სწუხდა იგი უღირსებისა გამო თვისისა და ვითარითა მდუღარითა გულითა და სასოებითა გამოითხოვდა იგი ღვთისაგან შენდობასა. ესრეთ უნდა მოინანო შენცა, ძმაო ჩემო; ესრეთ უნდა გრცხვენოდეს შენცა ცოდვისა შენისა; ესრეთ უნდა სწუხდე უღირსებისა შენისათვის, უკეთუ გსურს მოიგო სასუფეველი ცათა.
 
თემატური კითხვები