წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის

მესამედ (უდაბნოში გამოცდისას), ეშმაკმან იფიქრა, იქმნება იესო ქრისტეს გულში იყოს დიდების და პატივის მოყვარება. აღიყვანა იგი მთასა მაღალსა, უჩვენა მას ყოველნი სოფელნი და დიდება მათი და ჰრქვა მას: ესე ყოველი მოგცე შენ, უკეთუ დავარდე და თაყვანი მცე მე. აჰა, ძმანო, უსაშინელესი მანქანება სულიერისა მტერისა ჩვენისა. ყოველთვის, როდესაც იგი გააჩენს ჩვენს გულში რომელსამე ცოდვის სურვილს, წინაპირველად შეაგონებს კაცსა, ვითომც იგი იმ ცოდვისაგან მიიღებს დიდებასა და ბედნიერებასა. მაგალითებრ, ანგაარი კაცი ოდესაც იღებს ქრთამს, ფიქრობს, ბედნიერი და დიდი კაცი შევიქმნებიო.
 
0