წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ,

"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" - ამბობს ფარისეველი (ლუკა 18. 11). ვსთქვათ, რომ შენ სწორედ არა ხარ მსგავსი ძლიერ ცუდთა კაცთა, გარნა ემსგავსებია კაცთა წმიდათა? ვსთქვათ, რომ შენ არა არ ბოროტის-მომქმედი, გარნა არ არის საკმაო შენთვის მხოლოდ ის, რომ ცოდვა არ გქონდეს, არამედ მადლი უნდა ჰქმნა, სათნოება უნდა შეიძინო. ღმერთმან შენ გიწოდა სიწმინდისათვის, სათნოებისათვის, სასუფევლისათვის. უკეთუ არ მიმდინარეობს შენი ცხოვრება უმჯობესისადმი, მაშასადამე რით გამართლდები?
 
თემატური კითხვები
0