წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე (ლუკა 18.11). ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ

"არა ვარ მე, ვითარცა სხვანი კაცნი, ანუ ვითარცა მეზვერე" (ლუკა 18.11). ესრეთთა მაღალთა სიტყვათა სწორედ ის კაცი ამბობს ხშირად, რომელიცა ნამდვილად ემსგავსება ცუდთა კაცთა და არის აღვსებული ყოვლითა ბოროტებითა. კაცი წმიდა, კაცთმოყვარე და ღვთიმოშიში ვერ გაბედავს და ვერც მოიფიქრებს თქმად ესრეთთა სიტყვათა; იგი არის თავმდაბალი და თვით მცირედიცა ცოდვა, უკეთუ შეემთხვია მას, შეაშინებს და შეჰმუსრავს გულსა მისსა; იგი სიმდაბლესა შინა თვისსა ყოველთვის ჰრაცხს თავის თავს დანაშაულად და ცოდვილად ღვთის წინაშე: მას არა აქვს იმედი თავის თავისა, არამედ ღვთისგან ელის განმართლებასა. შენ მხოლოსა შეგცოდე ღმერთო! მე მხოლომან განვამწარენ წიაღნი მამულნი შენნი! უარესი ვარ მე და უცოდვილესი ყოველთა კაცთა!. აჰა, რას ლოცულობდნენ მარადის უდიდესნი წმიდანი, რომელნი იყვნენ აღვსებულ სულითა წმიდითა და სასწაულმოქმედნი! ხოლო ფარისეველი იქადის; იგი არად ჰრაცხს ზოგიერთსა ცოდვასა, იმას ცოდვად მიაჩნია მხოლოდ უსაშინელესი ცოდვანი, ვითარცა: მტაცებლობა, მრუშობა, კაცის კვლა; უკეთუ ესენი არ უქმნია მას, იმას თავისი თავი მიაჩნია წმიდად.
 
თემატური კითხვები
0