წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნდა თავი წინაშე ღვთისა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა

რით გამართლდა მეზვერე? მით, რომ მან თითონ გაიმტყუნდა თავი წინაშე ღვთისა: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18.13). ამის მეტს იგი არაფერს ამბობდა. შენც კი ხშირად იტყვი, ძმაო ჩემო, ესრეთსა სიტყვასა, მაგრამ რასა გრძნობ მაშინ? ღმერთი სიტყვას არ მიჰხედავს, იგი განიცდის გულის გრძნობას. ჰსჩანს, რომ მეზვერემ კარგათ მოიგონა ყოველი ცუდი საქმე, ჰსჩანს, რომ იგი ფრიად შესწუხდა გულითა თვისითა, მან მოიძაგა თვისი ცოდვა, შემუსვრილითა სულითა და დამდაბლებულითა გულითა ევედრებოდა იგი ღმერთსა. გარნა ესეც არ იქნებოდა საკმაო მისდა განსამართლებლად, უკეთუ სულსა წმიდასა ამისთანავე არ დაენახა გულსა შინა მისსა, რომელ მან ესრეთ მოიძულა ცოდვა, რომ იგი აღარ მიიქცევა კვალად მისდამი; ისე ღრმად და მტკიცედ გადაწყვიტა თავის გულში განშორება ცოდვისაგან, რომ იგი ამიერიდან აღარ იქმნეობდა მუშაკი ცოდვისა, არამედ მსახური ღვთისა. აჰა, რისთვის გამართლდა მეზვერე იგი, თუმცა იყო დიდი ცოდვილი.
 
თემატური კითხვები
0