image

თემა: აღსარება

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მისთვის, რათა მათითა საშუალებითა მიიღოს მორწმუნემან უხილავი მადლი სულისა წმიდისა განსამტკიცებლად და საცხოვნებლად სულისა მისისა. აღარებასა შინა კაცი მონანული, განიხილავს რა თავსა თვისსა და მოიგონებს რა ყოველთა თვისთა ცოდვათა, მივალს მოძღვართან და გულ-წრფელად შეატყობინებს მას სულიერსა თვისსა მდგომარეობასა და მიიღებს მისგან შენდობასა ცოდვათა თვისთასა სახელითა და ძალითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მაცხოვარმან, აღდგომილმან მკვდრეთით, მისცა მოწაფეთა თვისთა უფლება შეკვრისა და განხსნისა კაცთა ქვეყანასა ზედა, მეტყველმან: მიიღეთ სული წმიდა, უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ შეპყრობილ-იყვნენ და უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი მიეტევნეს მათ. რომელნი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა იყოს კრულ ცათა შინა; ხოლო რომელნი განხსნათ ქვეყანასა ზედა, იყავნ ხსნილ ცათა შინა. მოციქულთა ესე უფლება გარდასცეს თვისთა მოადგილეთა და ესრეთ ვიდრე აქამომდე მოძღვარნი თქვენნი იხმარებენ უფლებასა ამას თქვენდა საცხოვნებლად.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები