
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: ოდეს კაცი რაიმეს ანუ ვისმე ისე შეიყვარებს, რომელ
სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი: ოდეს კაცი რაიმეს ანუ ვისმე ისე შეიყვარებს, რომელ მისგან შეყვარებლი საგანი გადაიქცევა საუნჯედ მისდა, მაშინ კაცი იგი ყოველსა თვისსა გულსა, ღონესა და გრძნობასა დასდებს ამ საგნისათვის. ავხსნათ ეს რომლითამე მაგალითითა. ანგაარის მოყვარის კაცის საუნჯე არის ვერცხლი, ანუ სიმდიდრე და იგი ყოველს თვისსა გულსა და ღონესა ხმარობს სიმდიდრის შეძინებისათვის, დღე და ღამე ყოველთვის იმას ფიქრობს და ზრუნავს, რომ ფული შეიძინოს; სხვა საქმისათვის, ანუ სხვა საგნისათვის იგი არ ხმარობს იმის მესამედსა ღონესა და მეცადინეობასა; ფული არის მისი საგანი; მხოლოდ ფულს შეუძლა აღძვრა მისისა გულისა და მიტაცება გონებისა.
|