წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯედ გულისა შენისა ის ამოირჩიე, ძმაო, რაც შენზე

სადაცა არს საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. საუნჯედ გულისა შენისა ის ამოირჩიე, ძმაო, რაც შენზე უმჯობესი და უდიდესია, და არა ის, რაც არის შენი სწორი, ანუ შენზე უარესი. კაცის გული და ღირსება ეგოდენი არის, რომელ მხოლოდ ყოველთა უზენარესი არსება ღვთისა უნდა იყოს მისი საუნჯე. მხოლოდ ღმერთს შეუძლია დააკმაყოფილოს შენი გული და გაგაბედნიეროს. როგორ უნდა დაუმორჩილო გული ვერცხლსა, ანუ პატივსა, ანუ სხვასა ქვეყნის ამაოებასა? ესენი არიან უღირსნი შენისა გულისა; ამათი სიყვარუილ დაამდაბლებს და წაახდენს შენსა ღირსებასა.
 
თემატური კითხვები
3