წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: ჯოჯოხეთი

რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი

რას იქმ, შენ, ჰოი კაცო, ცოდვილო მეორესა შინა საუკუნესა? ყოველნი შენნი საუნჯენი, შენნი კერპნი, შენნი სალოცველნი, ყოველი რაიცა შენ გიყვარდა და რითაც ნუგეშობდი, მოგყვებიან შენ მხოლოდ საფლავამდი, მუნ იგინი გიღალატებენ და დაგიტევენ გაშიშვლებულსა; ღმერთზე შენ არ ფიქრობდი, სიმართლე არ გიყვარდა, სათნოება გძულდა, ლოცვასა და ღვთის დიდებას მიჩვეული არ ხარ, რაღას იქმ შენ, წარდგომილი ღვთის წინაშე? მართალია, იქაც კი მოგაგონდება ყოველნი აქაურნი შენნი ნუგეშნი. ხატნი და წარმოდგენანი ყოველთა შენთა აქაურთა საუნჯეთა იქაც გაგყვებიან, გარნა მხოლოდ მისთვის, რათა უმეტესად გტანჯონ შენ, და ესრეთ ის რაც აქ გქონდა შენ ნუგეშად, იქ გადიქცევა შენდა სასჯელად.
 
0