ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: აღსარება
უკეთუ კარგად არ განიხილე თავი შენი და კარგად არ აცნობე მოძღვარსა შენსა სულიერი შენი მდგომარეობა, იგი ვერ მოგცემს შენ კეთილსა და ჯეროვანსა კურნებასა. ცოდვა სულისა ჩვენისათვის არის, ვითარცა სნეულება ხორცისა ჩვენისათვის. მკურნალი ვერ შესძლებს სნეული კაცის მორჩენასა, უკეთუ პირველად არ შეიტყო მიზეზი მისისა სნეულებისა. ეგრეთვე, უკეთუ კეთილად ვერ შეატყობინე მოძღვარსა მიზეზი სულიერისა შენისა სნეულებისა, ვერცა იგი მოგცემს შენ კეთილსა დარიგებასა და სასარგებლო წამალსა.