
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 62]
თემა:
ჭეშმარიტი ქრისტიანობა
კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმითა იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა,
კაცი, რომელი მხოლოდ ენითა თვისითა აღიარებს უფალსა, გარნა საქმითა იქცევა წინააღმდეგ მისთა მცნებათა, არა თუ ქრისტიანე არ არის, არამედ არის მოღალატე ქრისტესი. ისმინეთ, რას იტყვის ისაია წინასწარმეტყველი: "მომეახლებიან მე ერი ესე სიტყვით და ბაგითა პატივს მცემენ მე, ხოლო გული მათი შორს არს ჩემგან და ამაოდ პატივს მცემენ მე". ხოლო უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეტყვის: "არა ყოველმან, რომელი მეტყოდეს მე: უფალო, უფალო და შევიდეს სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან აღასრულნეს სიტყვანი ჩემნი".
|