
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 63]
თემა:
ქრისტიანობა
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და
ნუ დაივიწყებ, რა პატიოსანს სასყიდელს აღუთქვამს ქრისტე მისთა აღმსარებელთა. რა დიდი არის და საკვირველი, რომ შენ წინაშე რაოდენთამე კაცთა აღიარო სახელი ქრისტესი მაშინ, ოდეს იგი აღგითქვამს შენ: „ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოსთა ღვთისათა“. ოდეს ყოველნი ტომნი, ანგელოსნი და კაცნი შეიკრიბებიან მეორედ მოსვლაზედ წინაშე დიდებისა უფლისა, მაშინ აღგიარებს შენ უფალი, მაშინ გამოაჩენს შენსა ერთგულებასა, რომელი მოგვცეს ჩვენ ყოველთა ღმერთმან. ამინ.
|