წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: სიმდიდრე

იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა,

იქმნება ღმერთმან შეგაგონა შენ სხვითა სახითა, იქმნება მან მოგცა შენ პატივი შორის მოყვასთა შენთა, იქმნება შეგამკო შენ ჭკუითა, განათლებითა; მოგანიჭა სიმდიდრე და წარმატება; კაცი კეთილგონიერი და მორწმუნე ყოველთა ამათ ნიჭთა მიიღებს ვითარცა ღვთისაგან მოცემულსა წყალობასა, იგი იფიქრებს: უთუოდ ყოველი ესე მომცა ღმერთმან მისთვის, რათა ამით ვემსახურო ღმერთსა; გარნა შენ ხშირად სხვაფერ უყურებ ესრეთსა წოდებას ღვთისასა; სიმდიდრე და წარმატება შენ ხშირად მიაწერე საკუთარსა ჭკუასა და ღირსებასა, ანუ ერთსა ბრმასა ბედსა და იგი მოიხმარე შენ არა ღვთის მსახურებისათვის, არამედ დასაკმაყოფილებლად შენთა ცუდთა სურვილთა და ვნებათა. ესრეთი სიტყვით რაოდენგზის გააუქმე შენ წოდება ღვთისა.
 
თემატური კითხვები
0