წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
თემა: რწმენა

მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ

მორწმუნე კაცმა იცის, რომ ამ სოფლის ცხოვრება არის მოკლე; იგი ესრეთ ფიქრობს: უმჯობესი არის ამ წუთისოფელში დავითმინო ყოველი ჭირი და განსაცდელი; მას კარგად ესმის ხმა სახარებისა: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ (მარკ. 8.37). სულის ცხოვნება ყველას მირჩევნია, ფიქრობს იგი (ჭეშმარიტი მორწმუნე), საუკუნო ცხოვრებას არ დავკარგავ მე ერთი წამის ნუგეშისათვის. გარნა თუ კაცს არ სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, მაშინ იგი სხვაფერ განიზრახავს; ეს წუთისოფელი წარმავალი არისო, მანამდის ცოცხალ ვარო, ვჭამ, ვსვამ და გავიხარებო; მოვკვდები და მერმე ყველაფერი გათავდებაო.
 
თემატური კითხვები
0