წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის

რა არის თავის უარისყოფა? იგი არის პირველად თავის დაწუნება, ანუ თავის გამტყუნება. როდესაც კაცი თავის საკუთარი ჭკუით მიიქცევა თავის თავისაკენ, პირუთვნელად გამოიკვლევს თვისსა ხასიათსა, ცხადად დაინახავს თვისსა სიცუდესა და ნაკლულევანებას, მერმე თვითონვე გაამტყუნებს თავის თავსა, თვითონვე მოიძულებს თვისთა ცუდთა ხასიათთა და ჩვეულებათა, და ბოლოს მტკიცედ გარდასწყვეტს თავის გულში მოსპოს იგინი, გაიმართოს თავი თვისი და არასოდეს აღარ აჰყვეს თვისსა ცუდსა ხასიათსა, – ეს არის თავის უარისყოფა, ამას მოითხოვს ჩვენგან იესო ქრისტე.

 
2