
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 84]
თემა:
ჯვარი
რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნა ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლე (პავლე
რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნა ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლე (პავლე მოციქულმა), მეტყველმან: „ქრისტესთა მათ (ანუ ქრისტეს მოწაფეთა), ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით“; ანუ სხვაგან: „ჯვარითა უფლისა იესო ქრისტესითა სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა. სოფელი საღვთო წერილში ნიშნავს ყოველსა ცოდვასა და ვნებასა. მაშასადამე, ცოდვა და ვნება კაცის გულში მოისპობა ჯვარის ზიდვითა.
|