წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე) - ჯვარი
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

თემა: ჯვარი

გარნა ნუ ჰგონებ, ძმაო, რომ მხოლოდ ქრისტეს სჯულის აღსრულება მოითხოვს ჩვენგან შრომასა და მოთმინებასა. არა. თვით იგინიც, რომელნი ღმერთს ივიწყებენ და მხოლოდ ამ სოფლისთვის ზრუნავენ, არ არიან თავისუფალნი ჭირთა და მწუხარებათაგან; მაშასადამე, უმჯობესი არ არის, ძმაო, ღვთის გულისათვის მოითმინო ჭირი და განსაცდელი, ვიდრეღა უმადურისა ამის სოფლისათვის? ეს სოფელიც არ გიტევებს შენ შეუწუხებლად, ისიც დასდებს მხართა ზედა შენთა თვისსა მძიმესა ჯვარსა; გარნა ზიდვა ჯვარისა ამის, თუმცა ერთს წამს იქმნება გასიამოვნებს შენ, ხოლო ბოლოს ფრიად შეგაწუხებს; ზიდვა ქრისტეს ჯვარისა საბოლოოდ დარჩება შენთვის მაცხოვარებითად.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები