წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი

ჩვენ ყოველნი ამას ვეძიებთ და მისთვის ვიღწვით ძმანო ქრისტიანენო, რათა შევიქმნეთ ნამდვილნი მოწაფენი ქრისტესნი. სამსა პირობასა გამოუცხადებს მაცხოვარი უფალი მათ, რომელსა სურს შემდგომად მისსა სვლა და მოწაფედ მისდა ყოფა. პირველად, რათა უარჰყონ თავი მათი: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარჰყავ თავი თვისი“; მეორედ, რათა აღიღოს ჯვარი მათი: „და აღიღენ ჯვარი თვისი“; მესამედ, რათა ვიდოდენ შემდგომად მისა: „და შემომიდეგინ მე“.
 
0